მარდი ჰოლდინგი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია

 მარდი ჰოლდინგი გახლავთ სამშენებლო დეველოპერული კომპანია, რომელიც ერთიანებს სამშენებლო, საპროექტო, ტურისტულ, გადამზიდ და უძრავი ქონების კომპანიებს, ღვინის და სიგარის მწარმოებელ ქარხნებს, ასევე ოპერირებას უწევს სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსებს.
  ჰოლდინგის ისტორია იწყება 1990-იანი წლებიდან, როცა ორმა მეგობარმა დააარსა “მარდი” სწრაფი კვების ობიექტი. მარდი სტუდენტებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობდა ჯანსაღ და გემრიელ ფუნთუშეულობას. ეს წარმატება წლების შემდეგ გახდა საფუძველი უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დამდგარიყო - დაეარსებინა “მარდი ჰოლდინგი” სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც სრულიად ქართული კაპიტალითა და თანამშრომელთა დაუზოგავი შშრომით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იჭერს დღეს ქართულ ბაზარზე.
  მარდი ჰოლდინგის უმთავრესი საქმიანობის სფერო მშენებლობა და დეველოპმენტია. მშენებარე ობიექტები განთავსებულია ბათუმში, თბილისსა და ბაკურიანში. მარდი მომხმარებელს როგორც საცხოვრებელი ტიპის, ასევე აპარტ-ოტელის სერვისსაც სთავაზობს, როგორც მშენებარე, ასევე მოქმედ სასტუმრო კომპლექსებში. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია აპარტ-ოტელის ყიდვის დღიდან მიიღოს გარანტირებული შემოსავალი ღირებულების 7%.
  ჰოლდინგის საკუთრებაშია ბათუმის ცენტრში მდებარე სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - მარდი პლაზა, რომელიც მოიცავს 42-ნომრიან ოთხვარსკვლავიან სასტუმროს, ოლიმპიურ აიზსა და სავაჭრო ცენტრს. პლაზას აუზი ერთადერთი ოლიმპიური აუზია დასავლეთ საქართველოში, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მომხმარებელს სუფთა და ჯანსაღ გარემოს სთავაზობს.
  კომპანიის შვილობილი კომპანია და საამაყო ბრენდია “აჭარული ღვინის სახლი,” შატოს ტიპის რესტორანი, რომელიც მოიცავს ღვინის ქარხანას, ენოთეკას, მარანს და რესტორანს. აქ, ულამაზეს ბუნებაში, მდინარის პირას, გაეცნობით ქართულ უძველეს ტრადიციებს, დააგემოვნებთ უგემრიელეს ღვინოსა და ქართულ კერძებს; გაიგებთ ყურძნის მოყვანისა და ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ადგილობრივად ნაწარმოები ღვინოები, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, ტრადიციული ტექნოლოგიებით. ჩხავერი უნიკალური ვაზის ჯიშია, რომელიც მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მოდის. განსაკუთრებულია ჩვენთან წარმოებული ჩხავერი როზე ბრენდით -„პორტო-ფრანკო“, როგორც მშრალი, ნახევრად ტკბილი და ქვევრის ღვინოები. ჩხავერის მოსავლის აღება ხდება პირველი ყინვის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. სიმცირის გამო წელიწადში მხოლოდ 10 000 ბოთლი.
  ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა “იმერი” ქართული სიგარის პირველი მწარმოებელია. ქედის საწარმოში აჭარაში მოწეული თამბაქოს ფურცლებისგან მზადდება 29 დასახელების სიგარა და სიგარილა.
  კომპანიას ხელმძღვანელობს ახალგაზრდა, კრეატიული და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომლის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია; ჩვენი ამოსავალი წერტილია გარემოს დაცვა და რეგიონის ეკონომიკური განვითარება. აქტიურად ვზრუნავთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს და მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს აჭარაში, რაც განაპირობებს მოსახლეობის კეთილდღეობას.”